საჩხერეში საახალწლო ღონისძიებები იმართება. რკინიგზის მოედანზე სამზადისი უკვე დასრულებულია. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. სპეციალურად მოწყობილ სახლებში ადგილობრივები თავიანთ ნაწარმს გამოფენენ. მოეწყობა საბავშვო სივრცეები, მოსიარულე ორკესტრის შოუ. დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაცია გამარჯვებულები. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი. კონცერტი დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
საჩხერის გარდა საახალწლო ღონისძიებები დღეს სიღნაღში და კასპში გაიმართება.