27 აგვისტო 2026,   14:55
ვრცლად
"მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული" - მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ტოქსიკოლოგი დეივიდ სმიტი იკითხება

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ამ წუთებში ტოქსიკოლოგი დეივიდ სმიტი იკითხება. თავად ექსპრეზიდენტი სხდომას ონლაინ არ ესწრება. სპეციალისტი პასუხობს კითხვებს, რა დასკვნა მოამზადა და როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის დროს, საავადმყოფოში გადაყვანამდე მოხვდა.

დეივიდ სმიტი ამბობს, რომ მსჯავრდებულს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული ტავის ტვინსა და სხვა შინაგან ორგანოებზე, ამიტომ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ დაგვიანებით ჩატარდა კვლევები, რომლებსაც უნდა დაედგინა მოწამვლა მძიმე მეტალებით. 

"მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერის დიდი რაოდენობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმების, ფრჩხილების და სისხლის ნიმუშების. ასევე, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და 170 გვერდიანი დასკვნა. ჩემით აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს.

ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. ასევე, მას გააჩნია დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ანუ გასტრო-ინტესტინურ ტრაქტში, რაც გასტრიტს იწვევს, რაც მუდმივ დიარეას იწვევს და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული," - ამბობს დევიდ სმიტი.  

 

 

 

დღის ამბები