17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
"მე ვიცოდი, რომ მის მეგობარ ბიჭს და ლიზას არ ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი" - რას იხსენებს "კურიერთან" ლიზა ქისტაურის მეგობარი

ქართველი ტრანსგენდერი, რომელიც 2 კვირის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილია. ფაქტი "რუსთავი 2-ს" საქართველოს საკონსულომ დაუდასტურა, საკონსულოს კი ბელგიის პოლიციამ. ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის იდუმალებით მოცული ისტორია ორი დღეა ქართული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"კურიერი" სიმართლის გასარკვევად დღეს, ანტვერპენში ჩავიდა. ამბავი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ეჭვები სხვადასხვა ვერსიაზე ჩნდებოდა, თუმცა დღის ბოლოს "კურიერს" დადასტურებულად შეუძლია თქვას, რომ ლიზა ქისტაური ცოცხალი არ არის.

გაუჩინარებულია მისი მეგობარი ავღანელი მამაკაცი, რომელთანაც ქისტაური საცხოვრელად ორი თვის წინ გადავიდა.

"კურიერთან" ლიზა ქისტაურის ერთ-ერთი ახლო მეგობარი საუბრობს. 

"ლიზას ვინმესთან რომ სერიოზული დაპირისპირება ჰქონოდა, ან ვინმესი ეშინოდა, ასეთი რამ არ არსებობს. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, პირველ რიგში დედამისს ეცოდინებოდა. მე ვიცოდი, რომ მის მეგობარ ბიჭს და ლიზას არ ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, იმის გამო რომ ის თავის ქვეყანაში იმყოფებოდა დროებით. შესაძლოა ამ ტრაგედიის შესახებ მისმა შეყვარებულმა არაფერი იცის. თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, იმ სახლში, სადაც ეს ამბავი მოხდა,"- აცხადებს ლიზა ქისტაურის მეგობარი. 

დღის ამბები