17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
24 საათი რუსული ზავის პირობებში - უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კრემლის მიერ გამოცხადებული საშობაო ზავის მიუხედავად, რუს სამხედროებს თავდასხმები არ შეუჩერებიათ

24 საათი რუსული ზავის პირობებში. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კრემლის მიერ გამოცხადებული საშობაო ზავის მიუხედავად, რუს სამხედროებს თავდასხმები არ შეუჩერებიათ. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ აგრესორების მხრიდან იყო, როგორც დაბომბვები, ასევე უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმის მცდელობები.

რუსეთმა თავისივე ინიცირებული დროებითი ზავის პირობები ისე შეასრულა როგორც ამას უკრაინაში ელოდნენ. ციფრებში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება : 20 სარაკეტო იერიში, აქედან 1-მა რაკეტამ დანიშნულების წერტილს მიაღწია, დანარჩენი კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურდა. 

გარდა საჰაერო თავდასხმებისა გრძელდება სახმელეთო, საარტილერიო იერიშები. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში შეტევა 14 დასახლებული პუნქტის მიმართულებით მოიგერია. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთის ფლანგს და ბახმუტს, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. 

უკრაინაში ჯერ კიდევ გუშინ ამბობდნენ რომ რუსეთის მხრიდან შობის ღამეს დაზავებაზე საუბარი ცინიკური იყო და ისინი ელოდნენ რომ ეს პირობა არ შესრულდებოდა.

დღის ამბები