17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ავარია სიღნაღში მსხვერპლით დასრულდა 

სიღნაღში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა, მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნლაობა უტარდება.

დღის ამბები