27 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
სენაკში მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა - არიან დაშავებულები

სენაკში სტიქიისგან 3 ადამიანი დაშავდა. სამარშრუტო ტაქსს მოგლეჯილი ხე გადაადგილების დროს დაეცა.

3 ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში. სენაკის მერის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დღის ამბები