19 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
960-ზე მეტი დაზიანებული კერძო სახლი და 38 კორპუსი - სამეგრელოში რამდენიმე დღეა ძლიერ ქარს ებრძვიან

სამეგრელოში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარია - სტიქიამ რეგიონი სერიოზულად დააზარალა. გვიან ღამით ერთ-ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო აბაშაში, ქარმა სახლი ფაქტობრივად დაშალა.

ამ დროის მონაცემებით, ქარმა ათასამდე სახლის სახურავი, ადმინისტრაციული შენობები, ასევე სკოლები და ბაღები დააზიანა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აცხადებს,  დაზიანებულია 960-ზე მეტი კერძო სახლი და 38 კორპუსი. მისივე თქმით, გრძელდება ხეების უკონტროლო დაცემა და მოსახლოებას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს. 

 

დღის ამბები