24 აგვისტო 2026,   12:41
ვრცლად
სტიქიის გამო აბაშაში ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, ფოთში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახურავები

სამეგრელოში მოსახლეობას მოუწოდებენ აუცილებელი საჭიროების გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას - ძლიერი ქარი ხეებს გლეჯს, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

რეგიონი სტიქიას რამდენიმე დღეა ებრძვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, დაზიანებულია 960-ზე მეტი კერძო სახლი და 38 კორპუსი. გვიან ღამით ერთ-ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო აბაშაში. ქარმა სახლი ფაქტობრივად დაშალა. დაზიანებულია სკოლები და ბაღებიც.

"დაზიანებულია 33 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, 124 კერძო სახლი, 4 სკოლა, 3 ბაღის სახურავი, მცირე დაზიანებებია, თუმცა ქარის გაგრძელება ამ დაზიანებების გაზრდასაც იწვევს. ასევე, ხშირია ხეების მოგლეჯვის ფაქტიც და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ასევე რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა, აზიანებს კომუნიკაციებსაც, მიმდინარეობს აღდგენა. გამოყოფილია ზარალის აღმწერი ჯგუფიც, ჩვენც ჩვენი სახსრებით სტიქიის შესაბამის თანხებს გამოვყოფთ და, ასევე, ცენტრალური ხელისუფლებისგანაც იქნება მხარდაჭერა," - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ. 



დღის ამბები