22 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
სამეგრელოში ისევ ძლიერი ქარია - დაზარალდა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ

სამეგრელოში ისევ ძლიერი ქარია - მნიშვნელოვნად დაზარალდა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. დაზიანდა კორპუსები, ეზოში ქარმა ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.

"შექმნილია მუშა ჯგუფი, რეაგირებისა და მორიგე ჯგუფი.  24 საათის განმავლობაში ვართ მობილიზებულები, შემოსული განცხადებების საფუძველზე გადის ზარალის კომისია და სენაკის მუნიციპალიტეტი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმალურად, უახლოეს პერიოდში ცდილობს ზარალის აღკვეთას,"- აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.

დღის ამბები