უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინს თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით შეხვედრას სთავაზობს. თურქულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ განმარტა, რომ საკითხები, რომლებზეც სამუშაო დელეგაციები ვერ თანხმდებიან, მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევი ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე უარის თქმას არ აპირებს და რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაა, რის შემდეგაც სხვა საკითხების განხილვა გახდება შესაძლებელი.
"ჩვენ ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ტერიტორიები და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, ჩვენი საზოგადოების ნებასა და კონსტიტუციას. რუსეთს სწორედ ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს წინადადება მოგვაწოდოს. თუმცა ასეთი მიდგომა არაჯანსაღი და არალოგიკურია. სწორედ ამიტომ მსურს, შევხვდე მას, როგორც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.