26 აგვისტო 2026,   15:05
ვრცლად
გურიაში კალანდა იზეიმეს

გურიაში კალანდა იზეიმეს. დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში გაიმართა. ჩატარდა ტრადიციული, კალანდასთან დაკავშირებული რიტუალები.

გაიმართა ქორეოგრაფიული კონცერტი და თეატრალური პერფორმანსები. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად კალანდისთვის გამოაცხვეს გრანდიოზული გურული ღვეზელიც. კალანდის დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა. 

დღის ამბები