17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
გორშეღმის ხეობის მარტოკაცი, მიხა პაპა გარდაიცვალა

ხევსურეთში, გორშეღმის ხეობის მარტოკაცი, მიხა პაპა გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

"ა.წ. 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა.

იგი დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს  ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.
 
15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი.

დღეს, საღამოდან მიხა პაპა დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, თბილისში.

დაკრძალვა 15 იანვარს, 14 საათზე ხევსურეთში, სოფელ ზეისტეჩოში, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად

დღის ამბები