26 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ტრაპზონში ქართველი ე.წ "კანონიერი ქურდი", რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს

ტრაპზონში ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდი", 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე "რეზო თბილისკი" მოკლეს. 

გასროლა ავტომობილიდან დაუდგენელი მიზეზით განხორციელდა, რის შედეგადაც ლორთქიფანიძე მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2 ეჭვმიტანილი, ვინც სავარაუდოდ გასროლა განახორციელა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დღის ამბები