26 აგვისტო 2026,   14:07
ვრცლად
ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქუთაისში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან- დაზიანებულია 250-მდე შენობა.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და მათ საჭიროებებს ეცნობა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და პარალელურად ზარალის დათვლა, რის შემდეგაც, ინფრასტრუქტურის სამსახური დაიწყებს შესაბამისი მასალის შესყიდვას, რომელიც მოქალაქეებს გადაეცემა.

დღის ამბები