19 მაისი 2024,   09:41
ვრცლად
ვინ არიან პირები, რომლებიც თურქეთში ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ახალი დეტალები

პირები, რომლებიც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ ლორთქიფანიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლოში გადაიყვანეს, ამის შესახებ თურქული მედია წერს

გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები პოლიციამ ქალაქ სამსუნში დააკავა, ისინი, ამ დროისთვის, ტრაპზონში არიან გადაყვანილი. თურქული მედია წერს, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქე რ.მ. და ყირგიზეთის მოქალაქე ნ.მ. არიან. 

ლორთქიფანიძეს, იმავე "რეზო თბილისკის"  ავტომობილიდან ესროლეს, რის შედეგადაც კრიმინალური ავტორიტეტი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები