17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს დაკარძალავენ

ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს დაკარძალავენ. მომღერალს, მსახიობს, რეჟისორსა და სცენარისტს დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოსვენებენ და მისი სურვილის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდები ხვალ და ზეგ, სავარაუდოდ, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.

სახალო არტისტი 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძე მღეროდა ანსამბლებში "დიელო", "რერო"; იყო ანსამბლ "ორერას" სოლისტი; შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში როგორიცაა "არ დაიდარდო", "ვერის უბნის მელოდიები", "მიმინო". ბუბა კიკაბიძე 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.

"ლეგენდარული ადამიანი იყო ბუბა, იყო ეპოქალური, არა მარტო პოპულარული, ბუბა იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა თაობას უყვარდა და ალბათ გავა კიდევ ასწლეულები და ეცოდინებათ ვინ იყო ბუბა კიკაბიძე," - ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

დღის ამბები