სიძულვილის ენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა გრძელდება.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში განიხილეს მოქალაქე თამაზ კოსტავას საქმე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოიხსენია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალ დამრღვევს 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ანა კაკიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამრღვევ პირს ჯარიმის სახით დაეკისრა 1500 ლარი.
"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ბატონ თამაზ კოსტავას მიმართ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტზე, რასაკვირველია, სამმართველოს მხრიდან დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა რიგი მტკიცებულებების მოპოვება და აგრეთვე სავარაუდოდ სამართალ დამრღვევი პირის იდენტიფიცირება. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტება გაიზიარა მოსამართლემ და აღნიშნული პიროვნება ცნო სამართალ დამრღვევად. სახდელის სახით კი გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით," - აცხადებს ანა კაკიაშვილი.