14 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ორ ბანაკად გაყოფილ ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება - ვის უჭერენ მხარს კასპის ორგანიზაციაში, ნიკა მელიას თუ ლევან ხაბეიშვილს

ორ ბანაკად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. დღეს კასპის ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა, რომ მხარს ნიკა მელიას უჭერს.

"მაშინ, როდესაც ქვეყანაში არა ერთი გამოწვევაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და ჯანმრთელობისთვის გვქონდა საბრძოლი, არ იყო დრო იმისა, რომ პარტიაში ჩატარებულიყო შიდა თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა, დგას ის რეალობა დღის წესრიგში, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველზე უნდა გავიდეთ და შესაბამისად, ჩვენი რაიონული ორგანიზაცია თითოეული აქტივი და ჩვენი ამომრჩეველი სრულად მხარს ვუჭერთ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბატონ ნიკა მელიას. ნიკა მელიას მხოლოდ იმის გამო, რომ მას გააჩნია უნარი, სუფთა ნაბიჯებით სვლა პარტიის წარმატების, ერთიანობის და პროევროპული ინტერესების შესაბამისად," - აცხადებს ენმ-ს წევრი ალექსანდრე შაქარაშვილი.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ პოზიციას ემიჯნება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობს და ამ კანდიდატის მხარდამჭერების რაოდენობა რეგიონში ბევრია.

"ჩვენს ტერიტორიულ ორგანოში, მეც და ხალხის უმრავლესობა, ჩვენი მხარდამჭერები ხაბეიშვილს ვუჭერთ მხარს. მგონია, რომ წესიერი კაცია და ქვეყანასაც, პარტიასაც ეს კაცი უშველის. ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ნიკა მელიას, ბოლო დროის ცნობილი მოვლენების გამო მე დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანი, რომელიც დამნაშავეს არ ეძებს თავის თავში და მარტო სხვაში ეძებს, ასეთი ქმედება არასწორად მიმაჩნია ნებისმიერი პარტიისა თუ პარტიის წევრისა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ზურაბ შუკაკიძე.

დღის ამბები