27 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ძმები კაკულიების საქმე - წარდგენილი ბრალის განსახილველად სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება 

ძმები კაკულიებისთვის წარდგენილი ბრალის განსახილველად სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. პროცესზე ამჯერადაც დაზარალებულების გამოკითხვის ფორმაზე უნდა ისაუბრონ.

შეგახსენებთ, სერგო ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებიან.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხარემ ისინი სასამართლო პროცესს მიზანმიმართულად მოარიდა. დაზარალებულების გამოკითხვის შემდეგ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება და საკუთარი პოზიციის გაცნობას დაცვა დაიწყებს. დაკავებულ ძმებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილზე მომხდარ თავდასხმასა და ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები