17 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
"სინანულის დღეების" პრემიერა სამეფო უბნის თეატრში- სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა

გაერთიანების, პატიებისა და წარსულის დავიწყების მცდელობით შეკრებილი ოთხი ძლიერი ქალი და მრავალი წლის შემდეგ პირველი შეხვედრა ბავშვობის სახლში.

ისრაელელი დრამატურგი, ირონიულ დრამაში ერთმანეთთან გაუცხოებულ პერსონაჟებს გვაცნობს და მოქმედებას გაუჩინარებული დედის პოვნით იწყებს.

პიესა სპექტაკლად იქცა. "სინანულის დღეების" პრემიერა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გაიმართა.

ცხოვრების წესით, რელიგიურობით, კლასობრივად განსხვავებული ქალები 90 წუთის განმავლობაში, საკუთარი დედის და ერთმანეთის მნიშვნელობის გაცნობიერებას ცდილობენ ყველა იმ სწორ თუ დამღუპველ არჩევანში, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ. სათქმელი მაყურებლამდე მივიდა, სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.

დღის ამბები