19 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი მოლდოვის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი მოლდოვის ვიცე-პრემიერი ჩავიდა.

სტუმარი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და მოისმინა დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების ინციდენტების თაობაზე.

"მოლდოვის ვიცე-პრემიერს შესაძლებლობა ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაცნობოდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას, ასევე ინფორმაციას საოკუპაციო ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვების და ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცებების თაობაზე, რაც საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის თანმდევ უმძიმეს შედეგებს წარმოადგენს. ამ პროცესში ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არსებითია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები