02 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. შეკრებილები უახლესი მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების სამკურნალოდ ერთადერთი პრეპარატია მსოფლიოში.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ უკვე მიაღწია შეთანხმებას მწარმოებელ კომპანიასთან. მშობლები ხვალ მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ხვდებიან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი უკიდურესი ზომებისთვის მიმართვას აანონსებენ.

დღის ამბები