20 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის ყარსში სამმხრივი შეხვედრა შედგა

ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთშია - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის ყარსში უკვე შედგა სამმხრივი შეხვედრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მინისტრებმა სამხედრო წვრთნების, თანამშრომლობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. სამი ქვეყნის თავდაცვის პირველი პირების შეხვედრა წინ უძღოდა თურქეთის ფართომასშტაბიანი ზამთრის წვრთნებს, რომელიც ყარსის პროვინციაში ხვალ იწყება.

საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლების მთავარ მიზნად ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერება სახელდება.

დღის ამბები