06 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
ყველაფერს აქვს საზღვარი, მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - "ვივამედის" დირექტორი

კლინიკა "ვივამედის" დირექტორის ინფორმაციით, პატიმარი სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. კომენტარი ზურაბ ჩხაიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ცენტრ "ემპათიას" მითითებებს ასრულებს. ექიმის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარება და მისი პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ორგანიზაცია "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს მიმართავს, შეწყვიტონ პაციენტის სიცოცხლით თამაში.

"ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგში უკვე მოხდა ამ კალორაჟის შემცირება.

მე მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას" და პირადად მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს.

ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს.

ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა ეს ყველაფერი. მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე ამ მდგომარეობაში და შემდეგ დასმულიყო კითხვა რა გააკეთეთ თქვენ ამ 8-9 თვის განმავლობაში.

ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადაცილდა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი თვითონ იყო მომსწრე თუ რა შეურაცხყოფას აყენებდა ქალბატონი ჯიშკარიანი მის მკურნალ ექიმს. ეს არის დისკრედიტაცია ჩვენი კლინიკის და არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ მთელი სამედიცინო ქართული საზოგადოების," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები