04 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ნანი ზარანდია, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა, ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა - სენაკელი ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით,  გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.

"ამ დილით შეგვატყობინეს, თვითონ ოჯახის პატრონის შვილმა რომ ნანგრევებში იყო მოყოლილი. ვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ გადმოსვენების პროცედურა დავიწყოთ.

ანთაქიაში ცხოვრობდნენ, 5-სართულიან კორპუსში, ოჯახში მუშაობდა," - განაცხადა გარდაცვლილის შვილმა, ირაკლი სამონავამ.

დღის ამბები