03 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
დაპირისპირება სკოლის ტუალეტში - მოსკოვში მეხუთე კლასელმა გოგომ თანაკლასელი დანით დაჭრა

მოსკოვში სკოლის მოსწავლემ ტუალეტში თანაკლასელი ცივი იარაღით დაჭრა, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგო ჰოსპიტალიზირებულია. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი 5-ე კლასელ გოგოებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

პროკურატურის მონაცემებით, თანაკლასელმა 2012 წელს დაბადებულ გოგოს ჭრილობები ცივი იარაღით სკოლის საპირფარეშოში მიაყენა. დაზარალებულს, რომელიც 11 წლისაა, პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები