02 მაისი 2024,   18:23
ვრცლად
სად გადაიყვანეს ბადრი ესებუა დაკავების შემდეგ - ადვოკატის პირველი კომენტარი

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც სამართალდამცავებმა ძებნილი ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. "კურიერის" ინფორმაციით აქ ოპერაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, უშუალოდ დაკავება კი დილის საათებში მოხდა და ის გადაიყვანეს ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში, იქიდან კი ქუთაისის ციხეში.

საცხოვრებელ სახლთან მიახლოების საშუალება ჯერ-ჯერობით მედიას არ აქვს. პერიმეტრს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

"კურიერი" ესაუბრა ბადრი ესებუას ადვოკატს, სოსო ჯანაშიას, რომელიც განმარტავს რომ მას დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ჯერ არ შეხვედრია დაკავებულ ესებუას და აპირებს რომ დღის მეორე ნახევარში შეხვდეს მას. სოსო ჯანაშია ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ზუგდიდის სასამართლოში 20 თებერვალს არის ჩანიშნული და სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს წარდგება ბადრი ესებუა სასამართლოს წინაშე.

"ინფორმაცია მაქვს, რომ დააკავეს ჯიხაშკარში და დაკავების დეტალები არ ვიცი, ამჟამად რომ ქუთაისში გადაჰყავთ ეს ვიცი. დღის მეორე ნახევარში წავალ. არ ვიცი დაკავების დეტალები, ვისთან იყო, როგორ იყო, რანაირად, ვინ დააკავა - არაფერი ვიცი," - აცხადებს ჯანაშია.

თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

დღის ამბები