05 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი მას დღეს პირველად შეხვდა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ დღეს ბრალდებულთან პირველი შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.  

"ის არ ცნობს თავს დამნაშავედ და შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რა პოზიციაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 20 თებერვალს ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ და ჩვეულებრივად მოხდება სასამართლო პროცესის გაგრძელება. ეს არის მისი პოზიცია. ის არანაირ ბრალს, რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებას, არ აღიარებს", - განაცხადა ჯანაშიამ.

ამასთან, ესებუას ადვოკატის განცხადებით, ბადრი ესებუა ამბობს, რომ მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბანკის ძარცვაში და იმალებოდა იმიტომ, რომ მისი ლიკვიდაციის ეშინოდა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები