02 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
ქართველმა მაშველებმა თურქეთში კიდევ ერთი ქალი გადაარჩინეს - სამაშველო ოპერაცია 21 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ქართველმა მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრის ზონაში, ადიამანში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

შუახნის ქალმა ადიამანში ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში 71 საათი გაატარა.

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობს, სამაშველო ოპერაციის კადრები გადაიღო. ქალის გადასარჩენად ქართველი მაშველები ოპერაციას 21 საათის განმავლობაში ატარებდნენ. ქალი კონტაქტურია და უკვე საავადმყოფოში გადაყავთ.

დღის ამბები