07 მაისი 2024,   07:27
ვრცლად
სლოვაკეთმა შესაძლოა უკრაინისთვის MIG-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

სლოვაკეთმა შესაძლოა უკრაინისთვის MIG-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ედუარდ ჰეგერის თქმით, მოლაპარაკებები წარიმართება როგორც სლოვაკეთსა და უკრაინას შორის, ასევე ევროკომისიის მონაწილეობით.

როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, ჯერჯერობით უარს აცხადებენ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების ან შორი მანძილის სარაკეტო დისტანციური სისტემების გაგზავნაზე.

დღის ამბები