07 მაისი 2024,   04:45
ვრცლად
მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობამ 34 180-ს მიაღწია

ერთი კვირა დამანგრეველი მიწისძვრიდან, მსხვერპლი ისევ იზრდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 180-ს მიაღწია. აქედან, 29 600-ზე მეტი თურქეთში დაიღუპა. დაშავებულია ათიათასობით ადამიანი.

დაზარალებულ 10 პროვინციაში, საერთო ჯამში, 234 ათასამდე მაშველი მუშაობს. თუმცა, ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

ბოლო ასი წლის განმავლობაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიურ უბედურებად დასახელდა.

დღის ამბები