კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებული 30 ადამიანი დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ისინი ხელფასის 30%-იან მატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ.
გაფიცულები, მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მათ მხარდაჭერას პროფკავშირი "ლაბორი" უცხადებს.
კომპანიაში, ამ დროისთვის, კომენტარს არ აკეთებენ.