05 მაისი 2024,   12:10
ვრცლად
11 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა

სინოდის სხდომა, რომელიც 11 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ დაწყებულა.

უკვე ხუთ საათზე მეტია საპატრიარქოში იმყოფებიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ წინასწარ განსახილველ საკითხებზე საუბარი არ ისურვეს, თქვეს მხოლოდ ის რომ თემებს პატრიარქი წარადგენს და ჩამონათვალი სწორედ სხდომაზე ხდება ცნობილი.

რაც შეეხება ვერსიებს, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ 8ა ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნაზე. არ არის გამორიცხული, სინოდმა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარებაც განიხილოს.

კიდევ ერთი სავარაუდო საკითხი მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიიდან ჩამოშორებაა.

 

დღის ამბები