02 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
15 მარტიდან გაიზრდება იმ მედიკამენტების ჩამონთვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიკამენტების შესახებ ისაუბრა. 

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ზუსტად ერთ თვეში, 15 მარტს გაიზრდება იმ წამლების ჩამონთვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესდება.

"პირველი ეტაპი რეფერენტული ფასების დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში და მნიშვნელოვნად დააკლო ფასებს. ეს იცით, რომ არის პირველი ეტაპი და უკვე მომდევნო პერიოდში გავავრცელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას, კიდევ სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე.

პირველი ეტაპის მეორე ნაწილი იქნება და ეს გაგრძელდება როგორც ქრონიკულზე, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და საერთო ჯამში უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტებზე ვრცელდება უკვე ფასების ზედა ზღვარი და საშუალოდ 40%-მდე ფასდაკლება იქნება ჯამში ყველა მედიკამენტზე," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები