ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ლიფტის კაბინაში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. უვნებელი გადარჩა 4.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფართხოების წესების დარღვევის მუხლით.