მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ამ წუთებში კოხტას ფერდობზე პირველი ოფიციალური ვარჯიში იწყება. დღეიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრი სტაილის, სნოუ ბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
მთავარი ლოკაციები დიდველის და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან და ისინი ერთმანეთს შვიდ სახეობაში შეეჯიბრებიან - იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრი სტაილის კატეგორიაში.
"ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი საქართველოში პირველად ტარდება, მითუმეტეს ზამთრის სახეობაში. გამოცდილება კი გვაქვს, 2 წლის განმავლობაში 5 შეჯიბრი ჩავატარეთ, თუმცა ეს უკვე სხვა მასშტაბია, დღის განმავლობაში 2 მთაზე სხვადასხვა დროს ორი შეჯიბრი, კვალიფიკაცია და ძალიან დატვირთული გრაფიკით ვართ," - აცხადებს საქართველოს სათხილამური ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი