02 მაისი 2024,   18:41
ვრცლად
საქართველოს სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და რეიტინგით ევროკავშირის 12 ქვეყანას უსწრებს, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში კი მე-18 ადგილზეა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში კვლავ დაწინაურდა.
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია.

დღის ამბები