22 აგვისტო 2026,   10:00
ვრცლად
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შტატების "საჰაერო ძალების თამაშებში" იასპარეზებენ

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში "საჰაერო ძალების თამაშებში" მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში - პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ.

ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13- კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. "საჰაერო ძალების თამაშებში" ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

დღის ამბები