07 მაისი 2024,   19:51
ვრცლად
უხვი ნალექის გამო ჭიათურის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

უხვი ნალექის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჭიათურის მერი უშუალოდ ხელმძღვანელობს. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. 

მოხალისეთა ჯგუფები ადგილობრივ მარტოხელა მოხუცებს სახლების გადათოვლასა და პირველადი აუცილებლობის მქონე პრობლემების გადაჭრაში მაქსიმალურად ეხმარებიან.

დღის ამბები