08 მაისი 2024,   16:52
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკურ საავადმყოფოს მოუწოდებენ, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერონ იმ მედპერსონალს, რომლებიც ჩარკვიანის მკურნალობის პროცესში მონაწილეობდნენ. კიდევ ერთი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაა.

"დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, მოვუწოდოთ ადმინისტრაციას დაითხოვოს ყველა ის ექიმი გამოძიების დამთავრებამდე, რომლებიც მონაწილეობდა ვახტანგ ჩარკვიანის არაეფექტურ მკურნალობაში. ასევე, ვთხოვოთ ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც შეხვედრას უკვე 2 თვეა ვთხოვთ უშედეგოდ, არ გვხვდება. ოჯახს სურს საუბარი იმ დარღვევებზე, რომელიც ჩვენი აზრით, ჯანდაცვის მინისტრთან არ არის ჯერ მისული," - განაცხადა ვახტანგ ჩარკვიანის მამა გაიოზ ჩარკვიანი

დღის ამბები