07 მაისი 2024,   06:27
ვრცლად
ორთაჭალაში მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ცოტა ხნის წინ, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი პოლიეთილენის მილებზე გავრცელდა.

ვიდეოში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მოგვაწოდეს, ჩანს დაკვამლიანება. ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები შენობიდან სრულად გამოიყვანეს.

დღის ამბები