უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსული სისასტიკის ერთი წლისთავზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მხრადაჭერის და სოლიდარობის აქციაზე შეკრებიულებს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიმართა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის, თქვენი პოზიციისთვის, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს, ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი, რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხი დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს," - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.