07 მაისი 2024,   02:43
ვრცლად
აუხდენელი ოცნებები და ომს შეწირული მებრძოლები - ქართველი გმირები, რომლებიც ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ

ქართველი გმირები, რომლებმაც სიცოცხლე ოკუპანტებთან ბრძოლას შესწირეს. 53 წლის დავით რატიანი და 45 წლის გია ბერიაშვილი პირველი ქართველი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის თავდასხმას შეეწირნენ. იმავე დროს, ირპენში დაიღუპა დავით გობეჯიშვილიც.

ავთო რურუამ ბოლო სიტყვები 15 წლის შვილს ხმოვანი მესიჯით გაუგზავნა. ალექსიმ პასუხი მისწერა, მაგრამ კონტაქტი ვეღარ შედგა. მას შემდეგ ავთოს ტელეფონი აღარ ჩართულა. ის 4 თანამებრძოლთან ერთად ქალაქ ბახმუტთან, "კადიროველების" თავდასხმას ემსხვერპლა.

ავთო რურუასთან ერთად დაიღუპნენ რომეო ფიჩხაია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და როლანდ კვარაცხელია. მათი ცხედრები ბრძოლის ველზე დარჩა. ახლა მათ ოჯახებს ერთადერთი სურვილი აქვთ - საქართველომ არ დაივიწყოს უსაფლავო გმირები.

დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა ედიშერ კვარაცხელია.

16 აპრილი ტრაგიკულად გათენდა ლუგანსკის ოლქში მყოფი ქართველი მეომრებისთვის. არკადი კასრაძე ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. ამავე დღეს დაიღუპნენ მისი მეგობრები - ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე, რომლებიც კასრაძის ცხედრის გამოტანას ცდილობდნენ. რუსმა სამხედროებმა მათი მანქანა ააფეთქეს.

38 წლის რატი შურღაია "კურიერთან" ინტერვიუს შემდეგ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა. მალევე ის ქალაქ იზიუმთან რუსულ თავდასხმას ემსხვერპლა.

უკრაინაში დაიღუპნენ კირილ შანავა, ალუდა ზვიადაური, კახა გოგოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, ვიტალი ორბელაძე, ბახვა ჩიქობავა, ტატო ბიგვავა, ლევან სახელაშვილი, ალექანდრე მარტიაშვილი, დანიელ გერლიანი, რუსლან ბაირამოვი, ძმები - თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები, ჯაბა ხოფერია, ბერდია ჯოხაძე, გიორგი გრიგოლია, გელა გოგია, კონსტანტინე ქურსუა, სერგო ლისიხი, მიხეილ თევდორაძე და გუგა გაგნიძე.

უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა 36 ქართველი მებრძოლის აუხდენელი ოცნებები და ომს შეწირული, შეუსრულებელი პირობები.

დღის ამბები