07 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
"სოლიდარობის აქცია" - ომიდან ერთი წლის თავზე მუსიკოსები უკრაინას და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ

რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში ერთი წლის თავზე, უკრაინას და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ მუსიკოსები. დღეს ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი "სოლიდარობის აქცია" გამართა. კონცერტი უკრაინის და საქართველოს ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.

შესრულდა უკრაინელი კომპოზიტორების პიესებიც. სოლიდარობის აქციაზე შედგა პრემიერაც. მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა სიმფონიური ნაწარმოები "მარიუპოლი" მსმენელის წინაშე პირველად დაუკრა.

კონცერტს შეუერთდნენ კიევის კონსერვატორიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი - ილია ინაიშვილი და ნინო ქათამაძე. 

დღის ამბები