04 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
ფაქტი გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან, სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი - ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების ფასებზე

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე ისუაბრა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებებს, რაც კონკრეტული ფარმაცეპტული კომპანიების ინტერესში შედის.

"სამწუხაროდ დაფიქსირდა ფაქტები, როცა კონკრეტულ და სამწუხაროდ უმრავლესობა აფთიაქებში იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა მედიკამენტები; ასევე თურქულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოგეხსენებათ წინა წელს დავუშვით პარალელური იმპორტი და შემოდის თურქეთიდან - ამ მედიკამენტებზეც მოხდა მნიშვნელოვანი ზრდა.

სამწუხაროდ ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს დიდი ალბათობით შეთანხმებულ მოქმედებებთან.

მინდა დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია, რომ სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

დღის ამბები