"ევროპა ჩვენი არჩევანია", "არა რუსულ კანონს" - ბათუმში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოდან ევროპის მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წლებია ევროპული და ამერიკული გრანტებით სარგებლობენ და ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ამდენად მიუღებელია მათთვის ე.წ. რუსული კანონი.
ისინი მიმართავენ ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი და არ შეეგუებიან კანონს, რომელიც ზღუდავს ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.