10 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
ჰამბურგში,სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა
ჰამბურგში, სროლის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. ცეცხლი "იეჰოვას მოწმეთა" რელიგიურ ცენტრში, საღამოს 9 საათისთვის გახსნეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სავარაუდო თავდამსხმელიც.
 
მომხდარის მოტივი, ამ დროისათვის გაურკვეველია. 
 
სამართალდამცავები, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობას მოუწოდებდნენ ქუჩაში გასვლისგან თავი შეეკავებინათ. საგამოძიებო მოქმედებები რელიგიურ ცენტრში ამ დრომდე მიმდინარეობს.
 
დღის ამბები