"გირჩის" წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი დღეს გაიმართება. საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო სხდომები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 134 ადამიანიდან ერთის გარდა, ყველას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.
"ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის სასამართლო განხილვა 27 მარტისთვის გადაიდო. პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რომელიც მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებითი დროის მიცემას ითვალისწინებდა.
“ბუნებრივია, ეს ბრძოლა გაგრძელდება. ვერც დაკავებებით, ვერც ამ აბსურდით ვერ შეგვაშინებენ. პროცესს რაც შეეხებოდა, ეს აბსურდი დასრულდა იმით, რომ გადაიდო 27 მარტს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, საქართველოში უნდა დამარცხდეს რუსული ოლიგარქია," - აცხადებს გიორგი მუმლაძე.