26 აგვისტო 2026,   13:13
ვრცლად
გიორგი შერმადინს იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული გადასცეს

გიორგი შერმადინის ტენერიფემ საკუთარ არენაზე ბადალონას უმასპინძლა და მეტოქეს 85:68 მოუგო. ტენერიფემ ტაიმი 15 ქულით მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

შერმადინმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა და შეხვედრის ემ-ვი-პი გახდა. მატჩის დაწყების წინ, შერმადინს იანვრის თვის საუკეთესოს კალათბურთელის ტიტული გადასცეს, რითაც ის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო შედეგის მფლობელი გახდა. მან მე-11-ედ მოიპოვა თვის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი.

დღის ამბები