24 აგვისტო 2026,   11:35
ვრცლად
ზუგდიდში დღეს ბადრი ესებუას სასამართლო გაიმართება - პროცესს ბრალდებულიც დაესწრება

ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი. საქმეში სულ 160-მდე მოწმეა - მათ შორის ყოფილი მძევლები. გამოკითხული კი, ამ ეტაპზე, დაახლოებით 30 ადამიანია.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მათ კითხვები აქვთ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა სხდომაზე არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბადრი ესებუა დაესწრება.

შეგახსენებთ, ბრალდებულს 2020 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ. ესებუა ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები